ქუთაისის საკრებულოს სხდომები დღეიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით, სუდო თარგმანით გავა. ინიციატივა, რომელიც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მამუკა რიჟამაძეს ეკუთვნის, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სრულად მიიღონ ინფორმაცია წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შესახებ. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, თანასწორობა, საჯარო და ღია მმართველობა. საკრებულოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოქალაქეების დამოკიდებულება და ის უკუკავშირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ემსახურება.