🔷 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 52-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2023 წლის 28 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების: ხათუნა არველაძისა და ლაშა შალამბერიძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ
2️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, თედო მესხის თანამდებობიდან გადადგომის ცნობად მიღების შესახებ.
3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების: გრიგოლ შუშანიასა და ანა კოხრეიძისათვის პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ
4️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრის შესახებ
5️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის განხილვის შესახებ.
6️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტით განსაზღვრული საკითხების განხილვის შესახებ.