ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. განიხილეს სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები და თანამშრომლობის საკითხები.