„World Vision საქართველომ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, World Vision ავსტრიის მხარდაჭერით, ახალი პროექტის ,,არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - COVID-19-ით დაზარალებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში“ განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთდღიანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის #4 შერეული პოლიკლინიკის პერსონალთან. შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო.
პროექტი მიზნად ისახავს 3 ძირითადი საკითხის გადაჭრას: მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების გაზრდა იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე; ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერება; სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.