ქუთაისის მერიისა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით , ქუთაისმა პირველად ხელბურთში ალექსანდრე ბოყოჩაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა, მასში საქართველოს მასშტაბით 4 გუნდი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ,,ქუთაისი" და ბათუმის ,,შავი ზღვის ბიჭები“ დაუპირისპირდნენ.
ალექსანდრე ბოყოჩაძის თასის მფლობელი ბათუმის გუნდი გახდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებული მონაწილეები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და ალექსანდრე ბოყოჩაძის ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.
,,ქუთაისი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ჩვენი თანაქალაქელის, ცნობილი ხელბურთელის ალექსანდრე ბოყოჩაძის სახელობის ტურნირს. ჩვენ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთან ერთად გავწყვიტეთ დაგვეარსებინა აღნიშნული ტურნირი, რომლის ჩატარებაც ტრადიციად იქცევა და ქუთაისისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სპორტული ღონისძიება იქნება.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.