ქუთაისში საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღნიშნეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა როკას ზუბოვასისა და სონატა ზუბოვიენეს კლასიკური მუსიკის კონცერტი.
ღონისძიება საქართველოში ლიეტუვის საელჩოს სახელით გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა და საელჩოს სხვა დიპლომატები დაესწრნენ.
„მინდა მადლობა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას და განსაკუთრებით , ჩვენს პარტნიორებს ლიეტუვადან. ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და კაუნასის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში მრავალი კარგი და სასიკეთო საქმეა დაგეგმილი.
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კულტურის, მეცნიერების, ბიზნესის, ტურიზმის, ქალაქის დაგეგმარების , ინფრასტრუქტიურის და სხვა სფეროებში. შესაძლებელი იქნება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ეს თანამშრომლობა 2018 წლიდან დაიწყო და თანდათან ძალას იკრებს.“ - განაცხადა თამარ დახუნდარიძემ.