ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა მოწვეულ ტრენერ შორენა კახიძესთან ერთად უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის,მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის პროექტის გაცნობა.
2.სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო ფინანსების მართვის შეფასების ანგარიშის შედეგების გაცნობა;
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების ცვლილების პროექტი;
4 . ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ცვლილების პროექტი;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ რეკომენდაციების პროექტი.