ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. სკოლის დაარსებიდან 192-ე სასწავლო წელი ოქროს მედლით სულ 37-მა მოსწავლემ დაასრულა.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
,, წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადავეცით. ვულოცავ ახალგაზრდებს ამ დამსახურებულ ჯილდოს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თაობა სკოლის 192-ე სასწავლო წლის გამოშვებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირველი საჯარო სკოლის ისტორიულ მნიშვნელობას. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.