️ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ერთობლივად განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ პროგრამებს, მათ შორის, უკრაინიდან დევნილი მოქალაქეებისთვის გაწეულ და დაგეგმილ აქტივობებს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები.