ქუთაისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გამართულ შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე უძღვებოდა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ, ყოველწლიურად შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა.
გეგმის შემუშავების, მიზნების, ამოცანებისა და აქტივობების განსაზღვრისთვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო შეიკრიბა.