ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ , ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
„ 8 თებერვალი საქართველოს ყველაზე დიდებული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
„დავითობა“ განსაკუთრებულად ქუთაისში აღინიშნება, რადგან დავით IV აღმაშენებელმა სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო თავისი დიადი საქმეები - უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები და შთამბეჭდავი საბრძოლო გამარჯვებები.
გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან გილოცავთ „დავითობას“!
დაე, საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.