ქუთაისში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოადგილესთან, თემურ ნადირაძესთან ერთად შეხვდა.
ძლიერმა ქარმა, სახურავი გადახადა კლდიაშვილის N 59 მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს. დაზარალებულ ოჯახს სახარჯი მასალა გადაეცემა, რომლის საშუალებითაც გადახურვის აღდგენას მოახდენს.
წვიმის შედეგად დაზარალდა ნიკეას ქუჩის N19/90 მდებარე ოჯახი, რის შედეგადაც მოხდა ჭერის ჩამოშლა. დაზარალებულ ოჯახს გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში გაეწევა მატერიალური დახმარება.
რაც შეეხება აბაშიძის N 10 ბინას, სადაც სტიქიის შედეგად პარაპეტის ჩამოშლა მოხდა, ხვალ დაიწყება სამუშაოები.