ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტაეკვონდოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ ქუთაისელ სპორტსმენებს, ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ ჯღამაძეს და გენერალურ მდივანს მიხეილ ასანიძეს უმასპინძლა.
ქალაქის მერმა ნორჩ სპორტსმენებს მიღწეული შედეგი მიულოცა და სიმბოლური პრიზი გადასცა.
ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქუთაისის სახელით მოასპარეზე 23 მონაწილიდან ( მწვრთნელი რომეო გურეშიძე) 5-მა ოქრო, 11-მა ვერცხლი და 2-მა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.