ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი
1️⃣ ქალაქ ქუთაისისმუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის # 79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2️⃣„ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
5️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის #13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6️⃣ ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის #39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის #359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პროვატიზაციის და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის #177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულის მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის "სპეციალური სერვისებისათვის"პირდაპირი განკარგვის წესით,უსასყიდლოდ,თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🔟ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების,არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის "ქუთგანათების სერვისისთვის" პირდაპირი განკარგვის წესით,უსასყიდლოდ,თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1️⃣1️⃣ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ანგარიში