ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა (ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია)
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი
1️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შესახებ“
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2024 წლის გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შესახებ;
4️⃣„ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის N112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5️⃣ ქალაქ ქუთაისში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის N39 ა-ს სამხრეთით არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
6️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
7️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
8️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
9️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთგანათების სერვისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;