„ეგერია სოლუშენსი“ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარება საქართველოში.“
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად მიმდინარეობს ადგილობრივი კანონმდებლებისა და საკრებულოს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება, რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ინსტრუმენტების უკეთ გამოყენებისა და ახალი ინსტრუმენტების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით.
პროექტის ფარგლებში დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ზედამხედველობისა და მისი განხორციელების ფორმების შესახებ