ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მელინე არაკელიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე. იოსებ ხახალეიშვილმა ელჩს გააცნო ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე პროცესების, გამოწვევებისა და საერთაშორისო პროექტების შესახებ. განიხილეს სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები.
,,ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან მელინე არაკელიანთან საინტერესო შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე, ქუთაისისა და ჰოლანდიის ქალაქების საქმიან ურთიერთობაზე. ელჩის მხრიდან იყო გამოთქმული ინტერესი ქალაქ ეინდჰოვენთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რაც ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.