პროექტის „ქუთაისი-ეკო სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის მერია UNDP -ის პროგრამით „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, დასრულდა გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა.
ტრენინგების ციკლში მონაწილეობდა ორი მიზნობრივი ჯგუფის, 13-16 და 17-23 წლამდე ასაკის 40-მდე ახალგაზრდა, რომლებმაც ტექნოლოგიური ინოვაციების მსოფლიო ტენდენციებისა და მიდგომების შესახებ აიმაღლეს ცოდნა.
აღნიშნული სასწავლო კომპონენტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ინოვაციური ტექნიკური შემოქმედების, კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის პროექტს ახორციელებს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.