ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დარეჯან ფხაკაძის წერილობითი განცხადების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი მომართვის განხილვის თაობაზე
3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრის შესახებ
4️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამავე ფრაქციის წევრების ხათუნა არველაძისა და ლაშა შალამბერიძის გარიცხვის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი მომართვის განხილვის თაობაზე