7 იანვარს, 12 : 00 საათზე, ქუთაისში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, რეზო გაბრიაძის წყარო გაიხსნება.
წყაროს კერამიკული ფილები მწერალმა თავად შექმნა - ქუთაისისა და თბილისისათვის. ️წყაროს განთავსების ადგილი შეირჩა რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებში აღწერილი ქუთაისის ძველი უბნების მიხედვით.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდანვე დაიწყება ტრადიციული საშობაო მსვლელობა და გაგრძელდება ქალაქის ქუჩებში.