ქუთაისის  ა(ა)იპ „სპეციალური  სერვისების“ თანამშრომლები, პირველი იანვრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. 
🔷 სადეპუტატო ინიციატივა, რომელიც  302 თანამშრომელს შეეხება, საკრებულო  რიგით 26-სხდომაზე დაამტკიცებს. 
🔷ახალი ინიციატივა "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებს დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ,ირაკლი შენგელიამ და ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა გააცნეს. 
🔷ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის, მგზავრობის საშეღავათო ტარიფით ჯამში 60 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
