ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  2024 წლის  მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 115 510.7 ათასი ლარი დაამტკიცა. 
 ბიუჯეტში გათვალისწინებულია  ის პროექტები, რომელიც   საჯარო განხილვისას მოქალაქეების მიერ პრიორიტეტად იქნა დასახელებული. 
✅ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით  სამგზავრო ტარიფიდან გათავისუფლდებიან   ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები.   
✅ განისაზღვრა ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების, მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
✅ მიღებული იქნა დადგენილება,  რომლის  მიზანია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და განვითარების ხელშემწყობის პროგრამების ღონისძიებათა დამტკიცება. საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ერთობლივი მონაწილეობა.   
✅ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულების თანახმად  გასაკეთებელი ობიექტების ნუსხას დაემატა ორი ობიექტი -  მე-11 სპორტული სკოლის  რეკონსტრუქცია/მშენებლობა და  მე-17 სპორტსკოლის   კრივის დარბაზების და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.
