ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდნენ.
ქუთაისში დროებით მცხოვრებ უკრაინელებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მერიაში უმასპინძლა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. თითოეულმა ოჯახმა 100 ლარიანი ვაუჩერი მიიღო, რომლის გამოყენებასაც ჰიპერმარკეტ “კარფურში” შეძლებენ.
უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქუთაისში 90 უკრაინული ოჯახი ცხოვრობს და საახალწლო საჩუქარს ყველა მათგანი მიიღებს.