ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათი პედაგოგებს შეხვდა.
ქალაქის მერმა მიღწეული წარმატებები მიულოცა ახალგაზრდებსა და მათ მადლობის სიგელები გადასცა. ისინი ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოსაც.
იოსებ ხახალეიშვილმა პედაგოგთა საერთაშორისო ოლიმპიადაში „ IMPACT 2023” გამარჯვებული ქუთაისელი მასწავლებლებიც დააჯილდოვა.
„განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროგრამა გვაქვს. მათ შორის, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეების წახალისება.
ამ ახალგაზრდებმა არაერთხელ ასახელს მშობლიური სკოლები და ქალაქი. დღეს მათ დამსახურებული ჯილდოები გადავეცით. ასეთი ყურადღება და მხარდაჭერა ერთგვარი სტიმული იქნება ყველა მოსწავლისთვის. ეს ახალგაზრდები ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათ ჩვენგან ყოველთვის ექნებათ თანადგომა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.