ქუთაისში, წერეთლის გამზირზე, განსახორციელებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბრის 08:00 საათიდან 25 დეკემბრის 08: 00 საათამდე, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.
გზა დაიკეტება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე.
შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:
N1 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის მოედანი, შემდგომ კი - დადგენილი სვლაგეზით.
N3 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით.
N4 და N 5 სვლაგეზები, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებენ - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ დადგენილი სვლაგეზებით.
N41 სვლაგეზი ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით