ქუთაისში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალი გაიხსნა.
სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია რობოტიკის, პროგრამირებისა და სამეწარმეო უნარების მიმართულებით ახორციელებს სასწავლო პროგრამებს.
დღეს მოსწავლეებისთვის სასწავლო გრანტის გადაცემისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელეონორა გოგოლაშვილი.
ამერიკული აკადემიის პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით 240-ზე მეტ ქალაქში ხორციელდება. ჯამში 50 000-ზე მეტი მოსწავლე გადამზადდება მომავლის ტექნოლოგიურ ლიდერებად.
წელს საქართველოც შეუერთდა საერთაშორისო გუნდს და სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პირველი ფილიალი სწორედ ქუთაისში გაიხსნა.