მუნიციპალიტეტმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ "საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში" გაიმარჯვა.
ათეას რიგით მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე, BPP-ის 2022-2023 წლების საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული იქნა "ქუთაისის სპორტის განვითარების კონცეფცია“, თემატიკით- საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება. ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.
პირველად საქართველოში, ქუთაისში იქნა მიღებული სპორტის განვითარების სტრატეგია. უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“, ქუთაისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იქნა შემუშავებული და ქუთაისის 2024-2030 წლების სპორტის პოლიტიკის და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოეწყო.
ქუთაისის მუნიციპალიტეტს პრიზი გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონკურსშიც - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“.
ქუთაისმა პრიზი მოიპოვა სსიპ კოლეჯ „იბერიასთან“ ერთად განხორციელებული პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, კოლეჯში ახალგაზრდული სივრცე მოეწყო.