ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.