ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 47-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 ბიუროს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 26-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ“.
🔷საკრებულოს რიგით 26-ე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26-ე სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი:
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ნიუჯეტის დამტკიცების შესახებ
2️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის N24 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
4️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
7️⃣ ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებს,სიის დადგენის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების წესს და პირობებს,დადგენილების შესახებ.
8️⃣ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის.თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
9️⃣„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.