11-12 დეკემბერს , თბილისში, USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენცია − „GITI 2023“ გაიმართა.
რიგით მე-13 შეხვედრას 1000-მდე დელეგატი ესწრებოდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
კონფერენციის ფარგლებში USAID საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის პროგრამების მხარდაჭერით ორი პანელი შედგა, საჯარო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლების მონაწილეობით. ფორუმის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსები და ჯილდოები გადაეცა სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს.