14, 17 და 18 დეკემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის სასკოლო თეატრების ფესტივალი „N-ოვაცია 2023“.
ფესტივალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი.
ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
საფესტივალო სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.