ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა,დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ე სხდომაზე განხილული, ამ სხდომის დღის წესრიგის მე-4 საკითხის („ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - აუდიტის სამსახურის ანგარიში მიმდინარე მოწვევის პერიოდში (2021 წლის დეკემბერი - 2023 წლის ნოემბერი) გაწეული მუშაობის შესახებ“) თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ღია კენჭისყრის ჩატარების შესახებ
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ე სხდომაზე განხილული, ამ სხდომის დღის წესრიგის მე-5 საკითხის („ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ“) თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ღია კენჭისყრის ჩატარების შესახებ
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1), ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე სოფია ქარჩხაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანების“ (საიდენტიფიკაციო კოდის № 412678348) რეორგანიზაციის (გაყოფის) განხორციელების, მისგან მისი ფილიალების: „ბოტანიკური ბაღისა“ და „ახალგაზრდობის პარკის“ გამოყოფისა და ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეას“ დაფუძნების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ (საიდენტიფიკაციო კოდის № 412677269) რეორგანიზაციის (გაყოფის) განხორციელების, მისგან მისი ფილიალის - „საცურაო აუზის“ გამოყოფისა და ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის“ დაფუძნების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ