ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ღია პირველობა კალათბურთში, 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟ კალათბურთელთა შორის.
ტურნირში მონაწილეობდნენ ქართული და უცხოური გუნდები : „ქუთაისი”, „აია ქუთაისი“, „ბასკო“ (ბათუმი), „რუსთავი”, ზაზა ფაჩულიას აკადემია, „ვინგსი“ (თბილისი), „ტრაბზონ სპორი „ (თურქეთი), „ვილიანდი“ (ესტონეთი).
ასპარეზობის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დააჯილდოვა.
ტურნირის მთავარი პრიზი ესტონურმა გუნდმა მოიპოვა. ქუთაისმა ამ ტურნირს უკვე მეორედ უმასპინძლა.