ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. დუმბაძის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,დაგი+" ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარამდეა.
,,დუმბაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა წყალგაყვანილობის სამუშაოები. გამოიცვალა ძველი წყლის მილები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დაიწყო ასფალტის საფარის დაგება, რომელიც მალევე დასრულდება და გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.