ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა რიგით 25-ე სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხები განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1 „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - აუდიტის სამსახურის ანგარიში მიმდინარე მოწვევის პერიოდში (2021 წლის დეკემბერი - 2023 წლის ნოემბერი) გაწეული მუშაობის შესახებ
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შ ე ს ა ხ ე ბ
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე