გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეუერთდნენ.
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება აღნიშნულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს, სააქციო საზოგადოება სამკერვალო „იმერში" გაიმართა.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა და გვერდზე გადგომა დაუშვებელია. მსგავს სიტუაციაში განხორციელებული ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.