ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 44-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ე რიგითი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ“.
საკრებულოს რიგით 25-ე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ე სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი.
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - აუდიტის სამსახურის ანგარიში მიმდინარე მოწვევის პერიოდში (2021 წლის დეკემბერი - 2023 წლის ნოემბერი) გაწეული მუშაობის შესახებ 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ