ქუთაისის საკრებულოს წევრი, საფიჩხიის, კახიანოურისა და მუხნარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, მაგდა კოსტავა დღეს, მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
მაგდა კოსტავამ ისაუბრა როგორც საკრებულოში მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ასევე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომელიც აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.