ქუთაისის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ, რომლებიც საქართველოსა და ნატოს საკონტაქტო საელჩოების ქსელს წარმოადგენენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის პლატფორმა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საქართველოში.
დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოები ნატოს საკონტაქტო საელჩოებად ორი წლის ვადით არიან არჩეული.
იოსებ ხახალეიშვილმა სტუმრებს გააცნო ქუთაისის საუნივერსიტეტო, ტურისტული, ლოჯისტიკური და ბიზნეს- შესაძლებლობები, ქალაქში განხორცილებული საერთაშორისო პროექტები და ღონისძიებები.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.