ქუთაისის მერიაში გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩეხეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილეს რადიმ სრშენს, ჩეხ ექსპერტს თომას პაველკას, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმღვანელს ჟანა ზელინგეროვას და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორს თეონა რობაქიძეს უმასპინძლეს.
ჩეხმა სტუმრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ქუთაისის მერმა ქალაქის ინდუსტრიული, საუნივერსიტეტო, ტურისტული, ლოჯისტიკური და ბიზნეს- შესაძლებლობები გააცნო ჩეხ კოლეგებს. საუბარი შეეხო ქუთაისის მუნიციპალიტეტში განხორცილებულ საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომობასა და მომავლის გეგმებზე.