ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში 11-12 ნოემბერს ჩატარდა „მაია ჩიბურდანიძის თასი - 2023’’ ღია რეიტინგ- ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.
ტურნირში მონაწილეობდნენ იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო– ზემო სვანეთის, რაჭა–ლეჩხუმი- ქვემოს სვანეთის, სამცხე –ჯავახეთის, შიდა ქართლის, თბილისის, კახეთის და მცხეთა– მთიანეთის რეგიონების 400-მდე მოჭადრაკე.
გამარჯვებულთა დაჯილდოების და ტურნირის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გია გიორგაძე.
გამარჯვებული მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით და ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით.