ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გლობალური არაგადამდები დაავადებების პლატფორმის (GNP) დელეგაციას უმასპინძლა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პლატფორმა ემსახურება არაგადამდები დაავადებების (NCDs) გლობალურ დღის წესრიგში ამაღლებას. GNP არის ფასილიტატორი და ხელს უწყობს კოლაბორაციას სხვადასხვა სექტორებსა და დაინტერესებულ მხარეებში, რათა მოხდეს არაგადამდები დაავადებების პრევენცია.
ქუთაისის მერიამ, ვიზიტის ფარგლებში, მოაწყო შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებთან.
ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დელეგაციასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, განათლებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის.