ქუთაისს გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაციის ქართველი და უცხოელი წევრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე ესწრებოდნენ.
️ქუთაისის მერმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „ჯანმრთელი ქალაქის“ საკითხებზე ისაუბრეს, რათა ქუთაისში შეიქმნას უკეთესი გარემო საზოგადოების ჯანდაცვისათვის.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც, რომლებიც უკეთ დააკავშირებს ქუთაისსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.