ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, რიგგარეშე მე-11 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკითხი ითვალისწინებს გარე რეკლამის განთავსების წესს, რომლის თანახმადაც რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთიდან 10 წლამდე.
საკითხის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი დეველოპმენტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №412724155) შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმებული №4 ნასყიდობის ხელშეკრულების გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2025 წლის 31 მაისამდე.
ცვლილება შედის ქუთაისის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპროვატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში.
საკითხის თანახმად მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, იჯარის ფორმით ისარგებლონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით
მიღებული გადაწყვეტილებით „საქართველოს საპატრიარქოს“ უსასყიდლოდ გადაეცა კიბულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
საკითხის თანახმად, მოხდება წითელი ხიდის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე შენობა-ნაგებობა №1, საპირფარეშოს აუქციონის წესით გასხვისება
საკითხის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,სილქნეტს“ იჯარის ფორმით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი 4 073 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 129 980 800 ლარი შეადგინა.