ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1️⃣ „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
2️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი დეველოპმენტს“ (საიდენტიფიკაციო კოდის 412724155) შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმებული N4 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო პირობის შეცვლასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
3️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
4️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
5️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქეების: თათია თათელიშვილი, ლელა ვარდოსანიძის და სოფიო ჭელიშვილისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
6️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
7️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (ქალაქ ქუთაისი წითელი ხიდის სამხრეთით/ წითელი ხიდის სამხრეთ აღმოსავლეთით შენობა-ნაგებობა №1 /საპირფარეშო/) ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
8️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება ,,სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
9️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.