ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კომპანია „უჯ ლუბრიკანტს“ სტუმრობდა.
აღნიშნული კომპანია უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში და დღეს ის მთლიანად ქართული წარმოებაა.
„უჯ ლუბრიკანტი” ავტომობილების ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებს. კომპანიას ექსპორტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში აქვს და უკვე ქართულ ბაზარზეც შემოდიან.
ქუთაისის მერს კომპანიის წარმომადგენლებმა ქარხნის სამუშაო პროცესი გააცნეს , დაათვალიერეს საწარმო და მაღალი დონის ლაბორატორია.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ „უჯ ლუბრიკანტის” საავტომობილო ზეთებს ოფიციალურად აღიარებს და რეკომენდაციას უწევს ისეთი კომპანია, როგორიც არის „მერსედესი“.
იოსებ ხახალეიშვილმა მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლობის სურვილისთვის, რომელსაც ისინი მომავალში ქუთაისისთვის გეგმავენ.
„უჯ ლუბრიკანტი“ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია განთავსებული.