ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართა.
ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი „მომავალი პროფესიები, მომავალი თაობისთვის“ გულისხმობს ქუთაისის თორმეტი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გადამზადებას 5 ციფრულ მიმართულებაში - გრაფიკული დიზაინი, მოუშენ დიზაინი, 3D გრაფიკა, ვიდეო მონტაჟი, Front-end დეველოპმენტი.
შემაჯამებელ ჰაკათონზე მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, თეორიულად მიღებული ცოდნა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
ჰაკათონს ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.