ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში კიმ ტონგ ოპი მიიღო.
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და ქალაქის მიღწევებზე ესაუბრა კორეელ დიპლომატს. საუბარი შეეხო ასევე ტურისტული სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაშიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი აქვს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მომავლ თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზე.