უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი დღეს, გორკის ქუჩის 18 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეს შეხვდა, რომელსაც საყრდენი კედლის პრობელემა აქვს.
არსებული კედელი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა, რამაც პრობლემა პარალელურად რამდენიმე ოჯახს შეუქმა. უხვი ნალექისას ქუჩაში მეწყერული მასა გადმოედინებ, რომელიც დაბლობში მცხოვრები მობინადრეების საკარმიდამო ეზოებში ილექება .
ამირან კოპალეიშვილი დეტალურად გაეცნო მათ პრობლემას და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.