ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას. განახლებულ შენობაში სწავლა დღეს დაიწყო.
️ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ნადირაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.
მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.